|
2017-05-02 13:27:35, 2007 ნახვა
ეკონომიკა
საზაფხულო სიახლეები „ელიტ ელექტრონიქსისგან“
ზაფხულის ცხელი დღეების მოახლოვებასთან ერთად ყველაზე აქტუალური ტექნიკა კონდიციონერია, პროდუქტზე მოთხოვნა უკვე გაიზარდა და ამიტომ „ელიტ ელექტრონიქსი“ ერთგულ მომხმარებლებს კონდიციონერების ყველაზე დიდ არჩევანს და საუკეთესო პირობებს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად შეგიძლიათ შეიძინოთ ჰიუნდაის, ბოშის და გორენიეს კონდიციონერები 12 თვიანი 0%-იანი განვადებით, წინასწარი შენატანის და საკომისიოს გარეშე, თვეში 60 ლარიდან. იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. კონდიციონერის შერჩევის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია ბინის საერთო ფართი, ინტერიერი და მასში არსებული ავეჯის და ტექნიკის რაოდენობა. ეს ყოველივე დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კონდიციონერი, ამისათვის „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებლებს სთავაზობს "ფართის დათვალიერების" მომსახურებას. აღნიშნული მომსახურება მოიცავს „ელიტ სერვისის“ სპეციალისტის მისამართზე ვიზიტს, მომხმარებლის საცხოვრებელი ან საოფისე ფართის დეტალურ დათვალიერებას, ადგილზე არსებული და გარემო ფაქტორების გათვალისწინებით კონდიციონერის ოპტიმალური სამონტაჟო ადგილის და შესაბამისი სიმძლავრის განსაზღვრას, საჭირო რეკომენდაციების გაცემას დამხმარე ტექნიკური საშუალებების, ელ. გაყვანილობის და სადრენაჟე სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად, ამისათვის უნდა დაუკავშირდეთ „ელიტ ელექტრონიქსის“ ავტორიზებულ სერვისს - „ელიტ სერვისს“ და მოითხოვოთ „ფართის დათვალიერების“ სერვისი. კონდიციონერის სწორად შერჩევის შემდეგ, მნიშვნელოვანი მეორე ეტაპია მისი სწორი მონტაჟი, „ელიტ ელექტრონიქსის“ კვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამონტაჟო ჯგუფი ახდენს კონდიციონერის მონტაჟს ტექნიკური მოთხოვნების და მწარმოებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით. სწორი ინსტალაცია საგრძნობლად ზრდის კონდიციონერის სამუშაო რესურსს, ახანგრძლივებს ნივთის ექსპლუატაციის ვადას, ამცირებს ელ.ენერგიის ხარჯს. ამიტომ რეკომენდირებულია მომხმარებელმა ისარგებლოს ავტორიზებული სერვისის მომსახურებით. ასევე აუცილებელია მომხმარებელი გაეცნოს ნივთის სამომხმარებლო ინსტრუქციას, საფუძვლიანად შეისწავლოს კონდიციონერის მართვა დისტანციური პულტის გამოყენებით, გაიგოს მუშაობის პრინციპი, შეარჩიოს სწორი სამუშაო და ტემპერატურული რეჟიმი, გაითვალისწინოს მწარმოებლის რეკომენდაციები ექსპლუატაციისთვის. საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი „ელიტ ელექტრონიქსი“, უკვე 21 წელია მოღვაწეობს ბაზარზე და არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით და ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზია.
(R)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)