03:59 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 13:04:49, 1818 ნახვა

საზოგადოება
2 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 76 წელი შეუსრულდა

თბილისის მერია ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს დაარსებიდან 76  წლის შესრულებას ულოცავს.  

„მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს  დაარსებიდან 76 წელს ვულოცავთ. სასახლეს ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მოზარდების არაფორმალური განათლების მიღების კუთხით დღემდე უდიდესი მისია აკისრია. აქ აღიზარდა არაერთი თაობა და მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებსა და ახალგაზრდებს სასახლე მუდმივად სთავაზობს თანამედროვე მეთოდებსა და საუკეთესო პრაქტიკას. 
იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი სკოლის გარეშე, არაფორმალური და დამატებითი განათლების შესაძლებლობა, თბილისის მერია სასახლის მმართველ გუნდთან ერთად ძალ-ღონეს არ იშურებს და მომავალში, ამ კუთხით, კიდევ უფრო ეფექტური ნაბიჯები გადაიდგმება. აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შენობა თბილისელ ბავშვებს გადაეცა წერდა, რომ სასახლე  „მომავალი თაობის აღზრდის ნამდვილ კერად“ გადაიქცეოდა, შესაბამისად, ამ ცოდნის კერის განვითარება და ხელშეწყობა ჩვენი მოვალეობაა, რისთვისაც მაქსიმუმს გავაკეთებთ“,-აღნიშნულია მისალოც განცხადებაში. 

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics