04:02 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 16:07:17, 1828 ნახვა

საზოგადოება
კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი იმართება

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მიერ, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების: ““საქართველოს არბაითერ-სამარიტერ ბუნდის“ (ASB), ოქსფამის“ (OXFAM) და “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით, მედიის წარმომადგენლებისა და კრიზისული სიტუაციების მართვაში ჩართული სამინისტროების/უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის 1-4 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში“ კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მედია ტრენინგი ჩატარდება.

ტრენინგი, რომელსაც ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი გაუძღვება, მიზნად ისახავს ჟურნალისტების მომზადებას კრიზისული სიტუაციის დროს.

მედიის და ხელისუფლების ეფექტურ თანამშრომლობას, საქართველოში არსებული კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემისა და კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის გაცნობას.

ბრიტანელი ჟურნალისტი ნაიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების სფეროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics