03:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 16:04:01, 1611 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან შრომის დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან შრომის დღესთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს.

აქციას პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, ბანკებისგან დაზარალებულები და "აუდიტორია 115"-ის წევრები მართავენ.

აქციის ორგანიზატორები სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლებას შრომითი ინსპექციის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებენ.

როგორც უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, პარლამენტში სხვადასხვა შრომით ორგანიზაციებთან ერთად, უკეთესი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ სოციალ-დემოკრატები ყოველთვის თანამონაწილე ვართ ამ საპირველმაისო აქციის, რადგან სწორედ მშრომელთა უფლებები ეს არის ჩვენი მოძრაობის ძირითადი საფუძვლები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა სოლიდარულები ვართ ამ მოძრაობის და ზოგადად პირველი მაისის. ასევე, ყველა იმ მშრომლის, რომელიც დღეს აქ არის ან შეიძლება აქ არ იყოს. ჩვენ ვმუშაობთ პარლამენტში სხვადასხვა ორგანიზაციებთან უკეთესი შრომის ინსპექციის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება შრომის უსაფრთხოების დაცვაზე. ჩვენ ვმუშაობთ ასევე 94 მუხლის კონსტიტუციიდან ამოღებაზე, რაც არის ეკონომიკური ფეოდალიზმის დამკვიდრების ერთ-ერთი საფუძველი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics