21:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 13:45:47, 1500 ნახვა

საზოგადოება
ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთში გადიან

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, ქართველი ფერმერები გადამზადებას ჩინეთის რესპუბლიკის ჰუნანის პროვინციაში გადიან.

ცენტრის ინფორმაციით, ერთთვიან ტრენინგში 30 ქართველი ფერმერი და დაინტერესებული პირია ჩართული.

სასწავლო კურსი ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიებს, ბოსტნეულის გადამუშავების, ტრანსპორტირებისა და მარკეტინგის საკითხებს, ასევე, მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს,  მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკისა და მართვის საკითხებს მოიცავს.

ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე პროვინციაში ბოსტნეული კულტურის წარმოების კომპანიები და მათი ბაზები დაათვალიერეს; პრაქტიკული, საველე სწავლების დროს ქართველი ფერმერები სათბურებსა და სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მიმდინარე კვლევებსაც გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის რესპუბლიკაში ქართველი ფერმერების უკვე მეორე ჯგუფი გადის სასწავლო კურსს. პირველ ეტაპზე, ამავე პროექტის ფარგლებში, 23 კაცი გადამზადდა. პროექტის ფარგლებში ქართველი ფერმერების ჩინეთში გადამზადება მომავალშიცაა დაგეგმილი.  ტრენინგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის მხარდაჭერით, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებზე, საქართველოში 8 სასწავლო კურსი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 400-მდე ფერმერი გადამზადდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics