20:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-24 10:46:14, 1516 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე 24-25 აპრილს ცივი და უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი

საქართველოს ტერიტორიაზე 24-25 აპრილს ცივი და უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღეს ზოგან იწვიმებს, ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება. 25 აპრილს ასევე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, +17 გრადუსი სითბო  დაფიქსირდება, 26-27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ასევე იწვიმებს. 25 აპრილს კი ზოგან მოთოვს.26-27 აპრილს გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში 24 აპრილს ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი, ასევეა 25 აპრილსაც. 26-27 აპრილს შედარებით დათბება.

დღეს დედაქალაქ თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, 25 აპრილს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება, 26-27 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, ტემპერატურ +19 გრადუსამდე აიწევს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს ბარში ხანომკლე წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ, 25 აპრილს უმეტეს რაიონში ასევე იწვიმებს, ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, 26-27 აპრილს კი +23 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics