|
2017-04-21 20:51:37, 1759 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს შეიხს ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადესს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი თანამემამულეების მდგომარეობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საჭიროა აზერბაიჯანელი მოსახლეობის მეტი ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე ის პროექტები განიხილა, რომელიც აზერბაიჯანელი თანამემამულეებისათვის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი გიორგი ზვიადაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)