12:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 19:58:05, 1726 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები 19 ობიექტზე ხორციელდება

დიდუბის რაიონში, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 19 ობიექტზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება.

მერიის ინფრომაციით, წყალსადენ-კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია 3 მისამართზე მიმდინარეობს. საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია 2 ობიექტზე ხორციელდება. ასევე მიმდინარეობს სადარბაზოს კეთილმოწყობის, სართულშუა ნაპრალების, წყალსადენ-კანალიზაციისა და შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია.

აპრილში დიდუბის რაიონის გამგეობაში, სხვადასხვა თხოვნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან  სულ 75 განცხადებაა შესული. ამხანაგობების განცხადებების განხილვა და დაფინანსება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ გართულების სამკურნალო "ჯაკავი" დაფინანსდება – ჯანდაცვა
რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, ალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება შეიმუშაონ
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics