17:15 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 11:27:31, 2538 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის პრეზიდენტი, სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდნენ“

იყო სტრასბურგის სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ამ გავლენის ქვეშ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„იყო ნიშნები იმისა, რომ კონკრეტული სუბიექტები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და სხვა სუბიექტები, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.  შესაბამისი წერილებიც გაგზავნეს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია, ეს იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდელობა და ბუნებრივია, ამ გავლენის ქვეშ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება.  ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური იყო, თუმცა მიზანი იყო პოლიტიკური გავლენის მოხდენა“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics