11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 17:09:47, 1504 ნახვა

საზოგადოება
მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად თბილისის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა

დავით ნარმანიამ საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას  ტრანსპორტის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საცობების მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა.

თბილისის მერიის დავალებით, საკონსულტაციო კომპანია - „PWC”-მ კვლევა ჩაატარა  და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეულია არანაკლებ 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომისთვის, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით, შერჩეულ იქნა 10 ადგილი. ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან,  თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები.

გარდა ადგილმდებარეობების შერჩევისა, ანალიზი მოიცავს ბაზრის კვლევას, ტექნიკურ პარამეტრებსა და ბიზნეს მოდელს. სამშენებლო ლოკაციებად, თბილისის მერიის დაკვეთით, ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები.

მრავალდონიანი ავტოსადგომები  ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით აშენდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწის ზედა (მერიასთან), შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics