15:36 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-08 14:04:40, 2186 ნახვა

კომენტარი
„ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ“ - ნინო გვენეტაძე პრეზიდენტს პასუხობს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.

როგორც გვენეტაძემ განაცხადა, უზენაესი სასამართლო სისტემა ცდილობს, არსებული პრობლემები გადაჭრას.

”ძალიან აქტიურები ვართ ბოლო ხანს, არ ვდუმვართ, ჩვენ ვაქტიურობთ. ვცდილობთ, რომ მართლმსაჯულების დონე სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სახით იყოს ასოცირების ხელშეკრულებასთან შესაბამისი და ამ გზით გადავჭრათ ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშეა“, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის განცხადებას მართლმსაჯულების სტრატეგიის დეტალური მოხსენებით უპასუხებს.

შეგახსენებთ, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში კრიზისია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics