13:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 14:01:06, 2213 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური

„ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება.

პრემიერის თქმით, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა.

„ეს იყო პრეზიდენტის ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა, სადაც მან მიმდინარე მოვლენების შესახებ საკუთარი შეხედულებები წარმოადგინა. მთელი რიგი მიმართულებები, როგორც არის სასამართლო ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ ჩვენი მეგობრების აზრით, საერთაშორისო პარტნიორების აზრით,  არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics