19:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 09:28:35, 2437 ნახვა

პოლიტიკა სამართალი საზოგადოება
„ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს

კამპანია „ეს შენ გეხება“ ე.წ. მოსმენების კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაასაჩივრებს.

კამპანია "ეს შენ გეხება"ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით. როგორც "ექსპრესნიუსს" კამპანიის წარმომადგენლებმა აცნობეს, ელექტრონული სარჩელის შევსება დღეს 17:00 საათამდე შეწყდება. 

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ახალი კანონპროექტით საქართველოს კონსტიტუცია კვლავ ირღვევა და ის მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ვერ უზრუნველყოფს.

"ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. თუმცა, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა სასამართლოს შენიშვნები. შედეგად, ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. ახალი კანონმდებლობით კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები. ელექტრონული სარჩელის ეს ფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს - გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics