13:29 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 13:19:14, 2096 ნახვა

პოლიტიკა
​პრეზიდენტი პარლამენტს დებატების ფორმატს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს მისი საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ დებატების მოწყობას სთავაზობს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როცა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური დისკუსიის ნაკლებობაა, პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც ასეთი ტიპის დისკუსიები უნდა იმართებოდეს.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პარლამენტის ფუნქციაზე, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტი სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება უნდა ისმოდეს, უნდა იყოს მსჯელობა პოლიტიკურ თემებზე;

ეს ნამდვილად სჭირდება ქართულ პოლიტიკურ კულტურას და მე ვიქნებოდი მოხარული, რომ ის რაც აქამდე სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას თან სდევდეს დებატები, ეს ტრადიცია შედგეს და პარლამენტმა რეალურად ამ გამოსვლის ირგვლივ დებატები მოაწყოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics