|
2015-04-06 16:36:31, 593 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი და ნინო გვენეტაძე მართლმსაჯულების რეფორმებზე ერთად იმუშავებენ
„დღეიდან ჩვენ რეფორმებზე ერთად ვიმუშავებთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრები რეგულარულად მოხდება, რადგან ნინო გვენეტაძის მმართველობის პერიოდში საქართველომ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულება მიიღოს. „დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უქმნის მთავრობასა და მართლმსაჯულებას შორის თანამშრომლობას საკანონმდებლო, რეფორმების დარგში, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად 2 წლის მანძილზე უძღვებოდა მარტო, რადგან მართლმსაჯულებაში არ ყოფილა რეფორმისტული სულისკვეთება. დღეიდან ჩვენ რეფორმებზე ერთად ვიმუშავებთ. ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია იმ გაგებით, რომ მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ქართულ მართლმსაჯულებას კიდევ ერთხელ დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი“, - აღნიშნა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება. „ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, - დასძინა წულუკიანმა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იუსტიციის უმაღლეს სკოლაზე და რა თქმა უნდა ვისაუბრეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროექტს. „ნინო გვენეტაძე, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად იყო ამ კოდექსის სულის ჩამდგმელი. ჩვენ ვიმუშავებთ აღდგენით მართლმსაჯულებაზე , ბავშვთა უფლებებზე სისხლის სამართლის პროცესში, განრიდების ინსტიტუტის დახვეწაზე. მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით და მწამს, 10 წლის ბოლოს ნინო გვენეტაძე დატოვებს თავის მემკვიდრეობას, რომელიც იქნება სამაგალითო და საამაყო“, - განაცხადა წულუკიანმა.
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)