00:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 14:26:51, 1566 ნახვა

საზოგადოება
„მარჯანიშვილის“ მეტროსთან გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

„მარჯანიშვილის“ მეტროსთან მიმდინარე აქციაზე გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე საკუთარი პროდუქცია გასაყიდად მიიტანეს და ვაჭრობა განაგრძეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ცენტრალურ ტერიტორიაზე გარევაჭრობა დაუშვებელია.

„მარჯანიშვილის“ მეტროსთან იმყოფებოდა ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი უკლება.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული აქცია პროვოკაცია და ანარქიაა. 

„ეს არ არის გარევაჭრობა, ეს არის პიარ აქცია. გარკვეულ ჯგუფებს სურთ ქულები დაიწერონ. გარევაჭრობა ეტაპობრივად არსად აღარ იქნება. რაც შეეხება მოვაჭრეებს, თბილისის მერია მათ სთავაზობს შეღავათიან პირობებში, 6 თვის განმავლობაში, ბაზრობების ტერიტორიებზე შევიდნენ”, - აღნიშნა უკლებამ. 

დასუფთავების სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიიდან დადგმული ყუთები უკვე გაიტანა. აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, თუმცა ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ამ დრომდე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ზომების მიღება 19 მარტიდან დაიწყო. 19 მარტს აღმაშენებლის გამზირზე, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიები გაათავისუფლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics