|
2017-03-29 15:43:25, 837 ნახვა
სამხედრო
საქართველოში სამუშაო ვიზიტით, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება
თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში (GDRP), საქართველოში სამუშაო ვიზიტით, აშშ-ის მთავრობის ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. დღეს ამერიკელ ექსპერტებს ბრუს ბახის ხელმძღვანელობით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზაზა ჩხაიძემ უმასპინძლეს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური განვითარება იყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ამერიკელ ექსპერტებს პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მათთან ერთად, სტრატეგიული ბიუჯეტირების, რესურსების მართვისა გრძელვადიანი შესყიდვების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შენარჩუნებას. 2016 წლის დეკემბერში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის უსაფრთხოების სფეროში 2016-2019 წლებისთვის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. ჩარჩო ხელშეკრულების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება წარმოადგენს. ამერიკელი ექსპერტებთან შეხვედრას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)