15:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 15:25:36, 1399 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე პირებს უმასპინძლეს

დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მქონე პირებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადმინისტრაციის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად ახალგაზრდებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინეს.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სამუშაო კაბინეტში თავად უმასპინძლა და მათი უფლებების შესახებ ესაუბრა.

პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ  ახალგაზრდებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და წიგნის ვაუჩერები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics