13:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 09:42:38, 1519 ნახვა

საზოგადოება
გაუგებრობა ბუქარესტში-რაგბი ევროპამ შეცდომით ჩემპიონად საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გამოაცხადა

რუმინეთის ნაკრებმა ბორჯღალოსნებს ბუქარესტში 8:7 აჯობა და 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც 6-წლიანი შესვენების შემდეგ რაგბი ევროპის ჩემპიონატი (ყოფილი ერთა თასი) მოიგო და ბორჯღალოსნებთან საზიარო “ანთიმოზ ივერიალის თასი” შემართა.

მატჩის შემდეგ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. რადგან ორივე გუნდს თანაბარი სატურნირო ქულები დაუგროვდათ (19-19), ხოლო გატანილ-გაშვებულ ქულათა ბალანსი საქართველოს უკეთესი ჰქონდა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს გადასცეს, მიულოცეს, სურათებიც გადაუღეს და ტაშიც დაუკრეს, მაგრამ დებულების თანახმად, თანაბარი ქულების პირობებში უპირატესობა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებულ გამარჯვებას ენიჭება, რაგბი ევროპამ შეცდომა მალევე გამოასწორა და მართალია მოგვიანებით, მაგრამ ჩემპიონად რუმინეთი დამსახურებულად გამოცხადდა.

ამრიგად რაგბი ევროპის 2017 წლის ჩემპიონის ტიტული და საქართველო - რუმინეთის საზიარო, ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასი ერთი წლით ბუქარესტში დაიდებს ბინას.

წინ ბორჯღალოსნებს ივნისის ტესტების კამპანია - ამერიკის ტურნე ელით. 10 ივნისს ჩვენი ნაკრები სტუმრად ჯერ კანადას ერკინება ქალგერიში, 17 ივნისს აშშ-ს ვეთამაშებით (ადგილი ჯერ არ დასახელებულა), ხოლო საზაფხულო ტესტების ბოლო ოფიციალურ ტესტში, 24 ივნისს პუმებთან სათამაშოდ არგენტინას ვესტუმრებით. ამ ტესტების გარდა ასევე დაგეგმილია, არაოფიციალური ორი, ამხანაგური მატჩი არგენტინა 15-თან და ურუგვაის ნაკრებთან. ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სანაკრებო სეზონის დასრულებამდე შინ ბორჯღალოსნების ქომაგობის შესაძლებლობა ნოემბერში მოგვეცემა, თუმცა განრიგი ჯერ არაა დასახელებული.

წყარო-საქართველოს რაგბის კავშირი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics