10:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-08 15:24:22, 2976 ნახვა

სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის  წევრების უსაფრთხოება უზრყნველყოფილია.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ გიორგი მამალაძე შეასრულებს პირობას და გასცემს პასუხებს გამოძიებას მის მიმართ არსებულ კითხვებზე.

„საქართველოს პროკურატურამ დღეს საზოგადოებას მიაწოდა ის შუალედური შედეგები, რომელიც არ დააზიანებდა გამოძიების ინტერესებს. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ამ საქმის მიმართ არსებული განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, გვინდა ყველას მოვუწოდოთ მოთმინებისკენ, რომ გამოძიებას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში ჩაატაროს საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის საფუძველზეც ბრალდების მხარე წარსდგება სასამართლოს წინაშე. ამავდროულად, პროკურატურა პერიოდულად გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ“, - განაცხადა წიკლაურმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics