03:04 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 19:42:49, 1714 ნახვა

საზოგადოება
N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში მომღერალმა სოფო ბედიამ დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას  დღეს მომღერალი სოფო ბედია ესტუმრა და  ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე კონცერტით მიულოცა.  

ღონისძიებაზე მომღერალმა ქართული და მსოფლიო ჰიტები შეასრულა.  როგორც სოფო ბედიამ აღნიშნა, ქალ მსჯავრდებულებს განსაკუთრებით სჭირდებათ გვერდში დგომა და გამხნევება, ამასთან, მან სამინისტროს ხელმძღვანელობას  მადლობა გადაუხადა დაწესებულებაში კონცერტის ჩატარების შესაძლებლობისთვის. 

„ძალიან დიდი ხანია ამ დღისთვის ვემზადები, რადგან  ვიცოდი, რომ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს უნდა შევხვედროდი. ჩემთვის დიდი პატივია მათთან ერთად ყოფნა, მათთვის სიმღერა. თითოეულ მათგანს, მთელ საქართველოს ვულოცავ დედის დღეს, უამრავი დადებითი ემოცია მივიღე და ვიმედოვნებ მომავალში ხშირად შევხვდებით ერთმანეთს,“-განაცხადა მუსიკოსმა. 

კონცერტის დასასრულს,  ქალმა მსჯავრდებულებმაც თავის მხრივ  რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს.  ღონისძიების დასრულების შემდეგ კი სოფო ბედიამ მათ  მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების კუთხე,  დაწესებულებაში მოქმედი სამლოცველო, სილამაზის სალონი და ბიბლიოთეკა დაათვალიერა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics