03:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 14:38:44, 1342 ნახვა

საზოგადოება
განახლებულ აღმაშენებელზე დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, განახლებულ აღმაშენებელზე, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ  აქციას თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს დედის დღე  მიულოცა. 

ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები გია ვოლსკი და რიმა ბერაძე ესწრებოდნენ. 

„ყველა დედას ვულოცავ და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და შვილების წარმატებას ცხოვრებაში. მიხარია, რომ   პატარები ასეთი  კმაყოფილები არიან.  დღეს მათ ძალიან იმხიარულეს და თავიანთ დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს ეს  ლამაზი  დღესასწაული,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ღონისძიების ფარგლებში, აღმაშენებლის №47-ში მოეწყო ყველა საჭირო აქსესუარითა და სამუშაო მასალით აღჭურვილი  ხელოვნების კუთხე, სადაც პატარებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დედებისთვის სიმბოლური საჩუქრები თავად დაემზადებინათ.
 
აქციაში ჩუღურეთის რაიონში არსებული საჯარო სკოლის მოსწავლეები, დღის ცენტრ „მშობელთა ხიდის“ წევრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ჩუღურეთის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები  მონაწილეობდნენ.  

აქციის მონაწილე ბავშვებმა დედის დღისა და გაზაფხულის თემატიკაზე ნახატები შექმნეს. პატარებმა ფერადი საღებავებით   თიხისა და მინის ჭურჭელიც მოხატეს.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics