01:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 15:59:01, 1545 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სავაჭრო განყოფილების უფროსს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სავაჭრო განყოფილების უფროსს, თრეისი ნეველს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნოდარ კერესელიძემ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დარგის განვითარების ხელშეწყობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის იმ მიმართულებებზე გამახვილდა, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა არსებობს და სადაც ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი დგას.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რეგიონული დირექტორის მოადგილე შამენა გალი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დემნა ძირკვაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics