|
2015-04-02 13:11:47, 388 ნახვა
პოლიტიკა
IRI-მ პოლიტიკოსთა პერსონალური რეიტინგები გამოაქვეყნა
საერთაშორიოს რესპუბლიკური ინსტიტუტი, IRI პერსონალურ რეიტინგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მოწონების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ლიდერობს. ის გამოკითხულთა 62%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, 5% ამბობს, რომ მის შესახებ არაფერი სმენია, 9%-ს კი, კითხვაზე პასუხი არ აქვს. მოწონების რეიტინგში მეორე ადგილზე საქართველოს პრეზიდნეტია. მასაც ხმათა 62% აქვს, თუმცა გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 30%-ს არ მოსწონს, 1%-ს მის შესახებ არ სმენია, 7%-ს კი პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 57%-ს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია მოსწონს. 34%-ს არ მოსწონს, პარლამენტის თავმჯდომარე ასევე 57%-ს მოსწონს, თუმცა ის, 36%-ს არ მოსწონს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გამოკითხულთა 56%-ს მოსწონს, 39%-ს არ მოსწონს. სხვა მინისტრების მოწონების რეიტინგები შემდეგნაირია: თეა წულუკიანი 51%-ს მოსწონს, 41%-ს არ მოსწონს, კახა კალაძე 48% მოსწონს, 44%-ს არ მოსწონს. დავით ბაქრაძე 47%-ს მოსწონს, 45%-ს არ მოსწონს. დავით ნარმანია 40% მოსწონს, 46%-ს არ მოსწონს. პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე დიდი არმოწონების მაჩვენებლი ნინო ბურჯანაძეს აქვს. ის გამოკითხულთა 70%-ს არ მოსწონს, ხოლო 24%-ს მოსწონს, ალექსი პეტრიაშვილი 21%-ს – მოსწონს, 48%-ს – არა, ირმა ინაშვილი 28%-ს მოსწონს, 40%-ს არ მოსწონს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)