00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 13:09:50, 1537 ნახვა

საზოგადოება
„ბლექ სი არენამ“ 2017 წელს კულტურული ღონისძიებების განსახორციელებლად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა

მიმდინარე  წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში CHECK IN GEORGIA-ს ფარგლებში ქართულ-უცხოური კულტურული ღონისძიებების გამართვის მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

ინტერესთა გამოხატვის საშუალებით შეირჩევა კულტურული ღონისძიებები, რომლებიც  ივნისი-სექტემბრის განმავლობაში „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება.

დღეიდან ათი კალენდარული დღის განმავლობაში  დაინტერესებულ მხარეს  შეეძლება წარმოადგინოს  წინადადებები, თუ რომელი ან რამდენი მუსიკალური, ქორეოგრაფიული თუ სხვა სახის კულტურული ღონისძიების ორგანიზება შეუძლია.

კონკურსში მონაწილე სუბიექტების განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დარგში მოღვაწე მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით, რომლებსაც შესაბამისი ცოდნა, რეპუტაცია და გამოცდილება აქვთ.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბოლო ორი წლის განმავლობაში  საქართველოში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისა და  განხორციელების გამოცდილება.

დაინტერესებულ მხარეებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ  „ბლექ სი არენას“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე  www.bsa.com.ge და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: http://procurement.gov.ge/.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics