23:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 15:47:00, 1442 ნახვა

საზოგადოება
თბილისში დევნილთა საცხოვრებელი შენობის გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

თბილისში, ჩაჩავას ქუჩაზე მცხოვრები 16 დევნილი ოჯახი დღეიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“  სპეციალური მმართველი მამუკა კობახიძე გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების პროცესს დაესწრნენ და ერთ-ერთ ოჯახში,  სიმბოლურად, გაზქურა აანთეს. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტანტინე ჩაჩავას N6-ში მცხოვრებმა დევნილებმა, გაზიფიცირების თხოვნით, კახა კალაძეს მიმართეს.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს მხარდაჭერით, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ შენობის გაზიფიცირების სამუშაოები განახორციელა, რომლის ღირებულებამაც 7000 ლარი შეადგინა.  

ჩაჩავას ქუჩაზე 16 დევნილი ოჯახი 1991 წლიდან კერძო მესაკუთრის შენობაში ცხოვრობდა. 
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ობიექტი მესაკუთრისგან გამოისყიდა და დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ  გადასცა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, 3717 დევნილი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა. 

(NS) 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics