20:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 19:10:13, 1460 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს

თბილისში, მეტრო "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. 

როგორც "ექსპრენიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ადგილზე 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა. 

”თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთ ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ ადგილზე დააკავა 1992 წელს დაბადებული შ.თ", - განუცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics