|
2015-04-01 14:53:07, 465 ნახვა
პოლიტიკა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა. ტრანსპორტით უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე შესაბამისი განკარგულება მიიღო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან“ მოემსახურება. საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ „დელისის“ ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ მოემსახურება. ველის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ „ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი. გარდა ამისა, აღდგომის ღამეს მეტროპოლიტენის მუშაობა 11 აპრილის 24:00 საათიდან 12 აპრილის 04:00 საათამდე გახანგრძლივდება. დროის ამ მონაკვეთში მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე სასფლაოსთან მისასვლელი გზა მოწესრიგდა და ხელახლა დაიგო. მისივე თქმით, წლების განმავლობაში დაგროვილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგვისგან გაიწმინდა სასაფლაოები და მიმდებარე ტერიტორიები. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, შპს „ჰერმესის“ საკუთრებაში არსებული 41 მუნიციპალური სასაფლაოდან უკვე გაწმენდილია 30 სასაფლაო და მიმდებარე ფერდობები, დანარჩენი 11 ერთი კვირის განმავლობაში დასუფთავდება. დედაქალაქში არსებული ფერდობების, ხევების და სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მათზე კონტროლის გამკაცრება, თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფს" 21 იანვრის მთავრობის სხდომაზე დაავალა.
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)