2017-02-20 18:37:12, 2880 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელიც სადახლო - ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობას შეეხება. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ფინანსთან სამინისტროდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი განსახილველად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება.
პროექტს განახორციელებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან