15:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 17:16:40, 1173 ნახვა

საზოგადოება
ჯავახეთის N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით არქიტექტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს

ჯავახეთის ქუჩის  N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯავახეთის ქ. N66-ში არსებული ტერიტორიის ფუნქციური ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის არქიტექტურის სამსახურს მომართა მოქალაქე თამაზ ქართველიშვილმა ჯავახეთის ქუჩის  N66-ში არსებული მიწის ნაქვეთების  ფუნქციური ზონის, კერძოდ  ზოგადი საცხოვრებელი ზონისა და საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 1 -ის სარეკრეაციო ზონა 1-ით ცვლილების მოთხოვნით.

„აღნიშნული საკითხი განხილული იქნა „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 2015 წლის 16 აპრილის #16 სხდომაზე და მიეცა თანხმობა გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით,  კერძოდ ფუნქციური ზონის ცვლილება მისაღებია, მხოლოდ იურიდიული პრობლემების მოგვარების შემთხვევაში.

მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით  განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში, შესაბამისად აღნიშნული საკითხი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განსახილველად არ გადაგზავნილა“,-ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics