15:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 12:55:52, 3260 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი აშშ-ის მედიას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გართულებაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადგილობრივ მედიას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გართულებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპს ამის მაგალითად ის პუბლიკაციები მოჰყავს, რომელიც ბოლო კვირის განმავლობაში ამერიკულ პრესაში დაიბეჭდა. 

„პუტინი, შესაძლოა, თვლის, რომ მას აღარ შეუძლია ჩემთან მოლაპარაკება იმიტომ, რომ პოლიტიკურად ეს იქნება პოლიტიკოსისთვის ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი", - განაცხადა ტრამპმა. 

პრეზიდენტის თქმით, მას შეეძლო რუსეთთან მიმართებაში მკაცრი პოლიტიკის გატარება, თუმცა მან ამერიკის ინტერესები უფრო მაღლა დააყენა და ეს გზა არ აირჩია. ტრამპი თვლის, რომ ამერიკას კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რადგან ორივე ქვეყანა ბირთვულ იარაღს ფლობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics