|
2017-02-08 16:29:49, 1502 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს
სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე განიხილავს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე აცნობს. „ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ემსახურება ორ მიზანს: მოხდეს სასამართლოს დეცენტრალიზაცია და ხელი შევუშალოთ ძალაუფლების კონცენტრირებას თავმჯდომარეების ხელში და გაიზარდოს მოსამართლეების დაცულობა. მიუხედავად საკომიტეტო მოსმენაზე გუშინდელი შედეგისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღეს იქნება კონსტრუქციული და შინაარსობრივი განხილვა ჩვენი შენიშვნების და პარლამენტი გულდასმით მოეკიდება ჩვენს წინადადებას", - განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განმარტებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ძირითადად ეყრდნობა ვენეციის კომისიის მოსაზრებებს. შესაბამისად, პრეზიდენტის შენიშვნებზე უარი, ეს არის უარი ვენეციის კომისიის მიმართ. ასევე, ამ შენიშვნებით გვინდა შევუშალოთ ხელი და შევზღუდოთ ძალაუფლების კონცენტრაცია რამდენიმე ადამიანის, სასამართლოს დირექტორის ხელში, რომელიც იუსტიციის საბჭოში იუსტიციის საბჭოს მიერ დაინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)