20:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 15:40:12, 2326 ნახვა

ეკონომიკა
„ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის - www.construct.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა

„ტექნოპარკში“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს პროგრამა  „ბიზნეს ინკუბატორის“ ერთ-ერთი გამარჯვებული სტარტაპის, ახალი ინოვაციური ვებ-გვერდის - www.construct.ge - ს პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა მოწვეულ სტუმრებს საიტის შინაარსი და ფუნქციონალი გააცნეს და ისაუბრეს ვებ-გვერდის მიზნებსა და საჭიროებებზე. ღონისძიებას 200-მდე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრო.

www.construct.ge „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“, შპს „ვისეილისა“ და შპს „მოდულატორის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტია, რომლის მიზანია სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის სისტემების შექმნა სამშენებლო სექტორისთვის.

ვებ-გვერდის საშუალებით   მწარმოებელი, სამშენებლო, საპროექტო და  საექსპერტო კომპანიები შეძლებენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის საბითუმო ყიდვა-გაყიდვას და ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციას; შემსყიდველების, ქართველი და უცხოელი მწარმოებლების თუ დისტრიბუტორების და მათი პროდუქციის ერთიანი კატალოგის შექმნას; ფასების ინდექსაციას სატენდერო თუ სხვა ხარჯთაღრიცხვის შედგენისას.

კომპანიებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად მოხვდნენ Construct.ge-ს ბაზაში, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს როგორც მათი  პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ზოგადად, ბაზრის სტაბილიზაციას, გაფართოებას და ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics