|
2017-02-03 14:04:48, 2102 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჩუგოშვილი: უფრო მოგვიწევს ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ
„ალბათ, უფრო მოგვიწევს, ვეტო გადავლახოთ, ვიდრე წარმოდგენილი შენიშვნები გავიზიაროთ“,-ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლება ყოფილიყო მანამ, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონპროექტი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, რადგან იქ მნიშვნელოვანი ჩანაწერებია, რომელიც საქმეთა განაწილების სისტემას ეხება. შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომელიც წარმოდგენილია, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე მსჯელობა ვეტოსა და კანონის შეფერხების ფორმით გვიწევს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ცნობისთვის, პრეზიდენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებულ ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)