|
2017-02-03 10:05:43, 1502 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს გეგმავს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ აღნიშნა, მარგველაშვილი მათ მოტივირებულ შენიშვნებს გააცნობს. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეხვედრა სწორედ მასთან გაიმართება, რათა კონკრეტულად მან გააცნოს შეხედულებები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით”, - აღნიშნა დოლიძემ. ამასთან, როგორც პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ის შეგნებულად არ აპირებს შეხვედრაზე მისვლას. „ჩვენ რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე მისვლას არ ვაპირებთ შეგნებულად. გამომდინარე იქედან რომ კონსულტაციების შესაძლებლობა იყო. ქალბატონი ანა დოლიძე იყო მოსული და დაწვრილებით ავუხსენით ის მიზეზები, რის გამოც შეიძლება ჩვენ ვეტო დავძლიოთ. არ არსებობს მსგავსი ფორმატი, როდესაც პრეზიდენტი იბარებს ფრაქციის თავმჯდომარეებს, ვიცე სპიკერებს, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაბარდა, სამართლებრივ სივრცეში ასეთი ფორმატი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)