|
2017-02-02 18:34:06, 1913 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოს შედეგია
ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჰერმანის თქმით, დღეს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. ჰერმანი იმედოვნებს, დარჩენილი პროცედურები მალე დასრულდება: “ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, ესაა შედეგი საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსი. ახლა მორიგი ნაბიჯია გადასადგმელი, რადგან წევრმა ქვეყნებმაც საბჭოში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება . მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩება გადასადგემლი. იმედი მაქვას, ეს ძალიან მალე მოხდება. ვიზალიბერალიზაციის პროცესს პირადად ვაკვირდებოდი ბოლო ორი წლის განმავლობაში და ვიცი, რამდენი რამე გაკეთდა“,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)