|
2017-02-02 15:34:03, 2430 ნახვა
კომენტარი Lifestyle
პრეზიდენტი: ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას! - ეს ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას გამოეხმაურა და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა. როგორც გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელ Twitterის საკუთარ გვერდზე წერს, არ ევროკავშირისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის ევროპარლამენტსა და ყველა ჩართულ პირს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. "უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის! ეს წინ გადადგმული, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროკავშირისკენ. საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ! მადლობა ევროპარლამენტს და ყველა ჩართულ პირს", - წერს გიორგი მარგველაშვილი. შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)