|
2017-01-30 17:25:50, 1815 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერი: ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ
„ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ხანძრის გამო საქონელი დაეწვათ, საკუთარ ნაწილში, მაქსიმალურ შეღავათს გაუწევს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ხოლო ეროვნული ბანკი, მათ უშუამდგომლებს ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა შესაძლებელი გახდეს საბანკო ვალდებულებების გადავადება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი ინსტიტუტის ძალისხმევის კონსოლიდაცია, რათა დაზარალებულებს ტვირთი მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ. ფინანსთა მინისტრმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ „ბავშვთა სამყაროს" შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეთა დასახმარებლად და მათი საჭიროებების გასაცნობად, შემოსავლების სამსახურის სპეციალური სამუშაო ჯგუფი ადგილზე გაესაუბრა დაზარალებულ მოქალაქეებს, რათა საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისას, გათვალისწინებული იყოს თითოეული მეწარმის ინტერესები და მათ სირთულეები არ შეექმნათ. „ბავშვთა სამყაროს" მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულნი არიან და შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)