12:11 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 15:44:13, 3077 ნახვა

მსოფლიო
Starbucks-ი მსოფლიო მასშტაბით 10 000 მიგრანტს დაასაქმებს

კომპანია Starbucks-ი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბანს პასუხობს და ახალ დაპირებას გასცემს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მომავალი 5 წლის განმავლობაში კომპანია 10 000-მდე ლტოლვილსა და იმიგრანტს დაასაქმებს.

ღია წერილში, რომელსაც Starbucks-ის გენერალური დირექტორი, ჰოვარდ შულცი ავრცელებს, ის გაკვირვებულია ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და მას 3 სიტყვით აფასებს: "არეულობა, სიურპრიზი, წინააღმდეგობა".

მედიის ცნობით, ახალი კადრების აყვანა თავდაპირველად აშშ-ში დაიწყება და ფოკუსირება იმ ადამიანებზე გაკეთდება, ვისაც ჯარში უმსახურია.

გარდა ამისა, Starbucks-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს. Facebook, Google და Tesla იგივე დაპირებებს გასცემს. კომპანია Airbnb კი იმ ადამიანებს, ვინც ახალი შეზღუდვების გამო აშშ-ში ვერ შევიდა, უფასო საცხოვრებლებს სთავაზობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics