01:42 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-27 16:58:17, 1274 ნახვა

საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ჭონქაძის ქუჩა №14ა -ში მდებარე სახლი გაამაგრა

 მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების პროგრამის ფარგლებში, ჭონქაძის ქუჩა N14ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა.

 თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 681 ლარი გამოიყო.

მათივე ცნობით,  გამაგრდა საძირკველი, არმატურის ბადით შეიკრა საცხოვრებელი სახლის კედლები, შეილესა და მოპირკეთდა.

დამატებით, აღნიშნულ მისამართზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, დასრულებული სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობის შეფასებები მოისმინა.

ცნობისთვის, 2016 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ბიუჯეტიდან 3 303 069  ლარი 470 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics