00:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 11:33:29, 878 ნახვა

საზოგადოება
კვლევის თანახმად, ახალგაზრდების უმრავლესობა, რომლებიც ამბობენ, რომ გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად მშობლები იღებენ, სოფელში ცხოვრობს

ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში  ჩატარებული  კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების თითქმის ნახევარი (48%) გადაწყვეტილებებს მშობლებთან ერთად იღებს, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე აცხადებს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში (44%).

ასევე, კვლევის მიხედვით, რესპონდენტების მხოლოდ მცირე ნაწილს (8%) მიაჩნია, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მისი მშობლები იღებენ მის მაგივრად. იმ ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებიც აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მათ მაგივრად, მშობლები იღებენ, სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები წარმოადგენენ (თბილისი - 2%; ქალაქები - 5%; სოფლები - 15%). ხოლო მათ შორის, ვინც აცხადებს, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავისუფლება აქვს მინიჭებული, უმრავლესობა თბილისში მცხოვრები ახალგაზრდები არიან (თბილისი - 56%; ქალაქები - 46%; სოფლები - 13%)

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics