21:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 20:22:06, 1068 ნახვა

საზოგადოება
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელი: ფარულ მოსმენებზე „გასაღები“ კვლავ სუს-ს რჩება

ფარულ მოსმენებზე „გასაღები“ კვლავ სუს-ს რჩება, - ამის შესახებ კამპანია “ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა გიორგი გოცირიძემ და ლიკა საჯაიამ ჟურნალისტებს სამუშაო ჯგუფის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადეს. 

მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება. მათივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა კონცეფცია, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. 

​“მოვისმინეთ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის მიერ შემუშავებული პრინციპები და კონცეფცია და ასევე, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელთა მოსაზრებები. ჯერჯერობით მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა იკვეთება ტენდენცია იქეთკენ, რომ შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შესრულდება. თუკი კანონში ამგვარი ცვლილება შევა, ჩვენ მივიღებთ რეალობას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, საკონსტიტუციო წესრიგს უგულვებელვყოფთ, რაც ძალიან ცუდი იქნება. ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო წესრიგს არ სცემენ პატივს, შეუძლებელია დაცული იყოს ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს უსაფრთხოება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლიკა საჯაიამ, პარლამენტში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics