17:02 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-20 11:46:49, 2069 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანის შეხვდა

დავოსში მიმდინარე 2017 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ბინ მოჰამედ ალ ტანისთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის გაზრდილ ორმხრივ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. შეიხმა მზადყოფნა გამოთქვა წვილილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაში.

გიორგი გახარიამ შეიხს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყანაში კატარული ინვესტიციების მოზიდვას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ისეთ სახელმწიფო პროგრამებს სთავაზობს, რომლებიც ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს. წლევანდელ ფორუმში, რომლის დევიზია "პასუხისმგებლიანი ლიდერობა," მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის 1000-მდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics