|
2017-01-18 20:57:03, 2191 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკერია „გაზპრომთან“ ხელშეკრულებაზე: უნდა ჩამოყალიბდნენ, რომელ ცრუ მითებს „აწვებიან“
„გაზპრომის ხელშეკრულების გაფორმება, არის მძიმე დარტყმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებას და მოქალაქეების კეთილდღეობას ზიანს აყენებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გაფორმებული ხელშეკრულება, კომერციულად მომგებიანი არ არის. მანვე დასძინა, რომ მთავრობამ ხელშეკრულების დეტალები საზოგადეობას უნდა გააცნოს. „ივანიშვილის გუნდმა, კახი კალაძემ მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა, გაზპრომთან ამ ხელშეკრულებით ქვეყნის კეთილდღეობას ზიანი მიაყენეს. წლების განმავლობაში, შევარდნაძის უსუსტესი მთავრობიდან მოყოლებული, არსებული ხელშეკრულება, რომელიც რუსეთთან მიმართებაში მეტ დაცვას გვაძლევდა და ჩვენთვის მომგებიანი იყო, არგუმენტების გარეშე იცვლება. მათ დოკუმენტიც კი არ გვანახეს, ამბობენ, რომ კომერციული საიდუმლოა. ეს აბსურდია, ჩვენი მონაცემებით ხელშეკრულებით საქართველო კომერციული თვალსაზრისითაც აგებს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდმა ამ ხელშეკრულების გამო, მაქსიმალურად უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. „უნდა ჩამოყალიბდნენ რომელ ცრუ მითებს „აწვებიან“. მათ ან ვერ, ან არ გაუძლეს „გაზპრომის ზეწოლას“, - დასძინა ბოკერიამ. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საწინააღმდეგო აქცია მიმდიანრეობს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)