20:44 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-07 15:24:16, 2027 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ეკა ბესელია: ამ გადაწყვეტილებით გიგი უგულავა არ გამართლებულა

მე არ ვთვლი, რომ გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყოფილი მერის გიგი უგულავას გათავისუფლებას.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ყველა კითხვა, რომელიც შეიძლება უგულავას გათავისუფლებას უკავშირდებოდეს, სასამართლოს მიმართ უნდა დაისვას. 

„გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა, ის არ გაუმართლებია. ქართულმა სასამართლომ ცნო ის დამნაშავედ მან გარკვეული სასჯელი მოიხადა. როგორ ვიცი ის სხვა ეპიზოდებში არ გამართლებულა, სხვა სამართლებრივ დეტალებში ვერ შევალ და ვერაფერს გეტყვით. კიდევ ერთხლე ვიმეორებ. ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ის არ გამართლებულა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება გიგი უგულავას პოლიტიკაში დაბრუნებას და „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალს, ბესელიას თქმით, „ისეთი ეტაპი ჩანს, რომ ეს მათი დასასრული იქნება“.

„"ნაციონალურ მოძრაობაში" ისეთი აურზაური ხდება, სიმართლე გითხრათ, არ  მაქვს დიდი სურვილი, მათი მომავლის პერსპექტივა დავინახო“, - აღნიშნა ბესელიამ.

ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხე გუშინ დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics