22:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-30 13:26:12, 796 ნახვა

სამხედრო
ვეტერანებისთვის, რომლებმაც შესაძლოა, სამსახური დაკარგონ, გარკვეული ინიციატივების შეთავაზება იგეგმება

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ვეტერანებს, რომლებმაც ოპტიმიზაციის ფარგლებში შესაძლოა სამსახური დაკარგონ.

იზორიას თქმით, პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დავალება მისცა, რომ პირველ რიგში მათი ინტერესები გაითვალისწინონ.

ამიტომ, მინისტრის ინფორმაციით, მომავალ წელს იგეგმება მათთვის გარკვეული ინიციატივების შეთავაზება, რათა ჰქონდეთ უპირატესი უფლება, დასაქმდნენ.

"იმისათვის, რომ სახელწმიფომ მათ ღვაწლს ადეკვატური პასუხი გასცეს, შევადგენთ სიას, მეც ვიქნები ჩართული, რათა მოხდეს ალტერნატივის შეთავაზება", - განაცხადა ლევან იზორიამ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თავდაცვის უწყებაში მიიღება, კანონიერი და ობიექტურია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics