|
2016-12-27 14:09:22, 5710 ნახვა
პოლიტიკა სპორტი
ამერიკელი ექსპერტები: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ტრამპის გარდამავალ გუნდს თვითონ დაუკავშირდეს
საქართველოს მთავრობასა და ტრამპის გარდამავალ გუნდს შორის ოფიციალური კონტაქტი ჯერ არ შემდგარა, - ამის შესახებ “ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ფიცს 20 იანვარს დადებს, მანამდე არჩეული პრეზიდენტი კაბინეტს აკომპლექტებს და ზოგიერთ ქვეყანასთან - მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობის დეტალებზე საუბრობს. ამასთან, ახალი ამერიკის ფონდის მკვლევარი მაიკლ ჩეჩირეს განცხადებით, საქართველომ ამ მიმართულებით ნაბიჯები თავა უნდა გადადგას. „ეს, ჩემი აზრით, ის საკითხია, რომელიც საქართველოს მთავრობამ თავად უნდა განავითაროს. ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია არ არის კარგად ინტეგრირებული ამერიკის საგარეო პოლიტიკის ესტაბლიშმენტში და არ არის ბოლომდე გაცნობიერებული საგარეო პოლიტიკის ნორმებსა და ეტიკეტში," განაცხადა ექსპერტმა. მან ასევე დასძინა, რომ "იმის გამო, რომ მომავალ ადმინისტრაციაში ბევრი ისეთი ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც პოლიტიკისგან დღეს შორს დგანან, ისინი საქმის კეთებას პროცესში ისწავლიან. ვფიქრობ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს", - განაცხადა ჩეჩირემ. სწორედ ამიტომ, ჩეჩირეს თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ტრამპის გარდამავალ გუნდს თვითონ დაუკავშირდეს. ევროპის პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი დონალდ ჯენსენის განმარტებით, გარდამავალი გუნდი ბოლომდე დაკომპლექტებული ჯერ არ არის და შესაბამისად, მომავალ ადმინისტრაციას პრიორიტეტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ აქვს. ჩეჩირეს მსგავსად, მასაც მიაჩნია, რომ კონტაქტის ინიცირება საქართველომ უნდა გააკეთოს. „მე რომ საქართველოს ადგილზე ვიყო, გარდამავალი გუნდისგან ზარს არ დაველოდებოდი. თუ თბილისს მიაჩნია, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი აქვთ სათქმელი მომავალი ადმინისტრაციისთვის, ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, პროტოკოლის დაცვას ყურადღება არ უნდა მიაქციოს და კონტაქტზე თვითონ გავიდეს. არ მგონია საქართველო ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტი იყოს. ამიტომ მათ დრო არ უნდა დაკარგონ და კონტაქტზე გავიდნენ“, -აღნიშნა ჯენსენმა. მისი აზრით, ამით მედია ცუდი ვითარების შეგრძნების გაჩენას ცდილობენ. "ვფიქრობ ტრამპს შანსი უნდა მივცეთ და ვნახოთ რა მოხდება. ამასობაში კი საქართველომ ვაშინგტონს საკუთარი თავი უნდა შეახსენოს", - დასძინა ჯენსენმა.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)