02:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 20:02:55, 1430 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიძე: 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე ჩვენსა და რუსეთის შეფასებებში რადიკალური განსხვავება საყოველთაოდ ცნობილია

„2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე ჩვენსა და რუსეთის შეფასებებში რადიკალური განსხვავება საყოველთაოდ ცნობილია“,-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობაში არსებული დიდი სირთულეების მიუხედავად, ხელისუფლება მზად არის სახელმწიფოს ინტერესების სრული დაცვით რუსეთთან დიალოგი გააგრძელოს. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას ან გაუქმებას,აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები.

„თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათი პრეროგატივაა. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, რისი დასტურიც არის ბოლო წლებში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის უახლოეს პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესება“,-განაცხადა აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics