00:56 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 16:08:59, 963 ნახვა

საზოგადოება
სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები გაზარდა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფები გაზარდა.      

სემეკის გადაწყვეტილებით, ,,გარდაბნის თბოელექტროსადგურისთვის” დღგ-ს გარეშე 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 6.659 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 9.056 თეთრი.

შპს "ჯიფაუერისთვის”, დღგ-ს გარეშე, 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1 კვტ/სთ - 8.460 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.120 თეთრი.

შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის”, დღგ-ს გარეშე, 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 11.303 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 14.234 თეთრი.    

შპს "მტკვარი ენერჯისთვის”, დღგ-ს გარეშე, 2016 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვარი იყო 1კვტ/სთ - 10.748 თეთრი, ხოლო 2017 წელს იქნება - 12.194 თეთრი.

ცნობისთვის, დადგენილი ტარიფები ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2017 წლის ბოლომდე იმოქმედებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics