18:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 12:18:56, 2443 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ხაზარაძე: ლარის გაუფასურება ბანკების მომგებიანობაზე უკუპროპორციულად მოქმედებს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება ბანკების მომგებიანობაზე პირდაპირ უკუპროპორციულად მოქმედებს, რადგან მისი კაპიტალი იკლებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მცირდება იმ ინვესტორთა ინვესტიციები, რომლებიც ინვესტიციას  დოლარში ახორციელებენ.

მისივე განმარტებით, მსესხებლები, რომლებსაც სესხი დოლარში აქვთ დაფიქსირებული, ბევრი პრობლემის წინაშე დგებიან.

„იმ მსესხებლებს, რომლებსაც დოლარში ჰქონდათ დაფიქსირებული სესხი გადახდა  უჭირთ  შესაბამისად, ბანკი იძულებულია, რომ ეს სესხები ჩამოწეროს და რესტრუქტურიზაცია გააკეთოს. ხოლო რაც შეეხება ბანკის მონაწილეობას ლარის კურსში, ბანკები ყოველთვის იღებენ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც ვალუტის გადახურდავებ-გადმოხურდავების დროს თეთრებით არის განსაზღვრული. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იაფად იყიდო და ძვირად გაყიდო, რადგან ეს პროცესი კარგად რეგულირდება“, -  განაცხადა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის თქმით, ბოლო 15-20 წლის განმავლობაში „თიბისი ბანკი“ არის მომგებიანი ბანკი და ლარის კურსს ამასთან კავშირი არ აქვს.

„ეს არის ფუნდამენტალური ბიზნესი, რომელსაც ბანკი მუდმივად აკეთებს“, - განმარტა ხაზარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics